Flag 0Flag 1
logo

სექტემბერი 25, 2025 (15 : 00)

პირველკურსელთა ონბორდინგი 2025

ალტე უნივერსიტეტში პირველკურსელებისთვის Onboarding ღონისძიება ჩატარდა. 


ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტს ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა, საიონფორმაციო ტექნოლოგიებისა და მედიცინის საერთაშორისო სკოლის პირველკურსელები ეწვივნენ. საორიენტაციო შეხვედრაზე სტუდენტებს სიტყვით მიმართეს ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტებმა, დეკანებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა და წარმატებები უსურვეს მათ აკადემიური ცხოვრების ახალ ეტაპზე.


ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეცნოთ ალტე უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური სერვისები და ის უნიკალური, მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომლებიც მათ აქ ელოდებათ. ამას გარდა, პირველკურსელებისთვის მოეწყო სახალისო აქტივობები, სადაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, უკეთ გაეცნოთ თავიანთი კურსელები და ალტე უნივერსიტეტის სივრცე.

პირველკურსელთა ონბორდინგი 2025პირველკურსელთა ონბორდინგი 2025