საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Flag 0Flag 1
Flag 0Flag 1
logo

მარტი 01, 2025 (00 : 00)

პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგები

ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, Erasmus+ "LIFESTRAND" პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტის კამპუსში პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგები ჩატარდა.

 

 „LIFESTRAND“ პროგრამა ითვალისწინებს საქართველოსა და უკრაინაში, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე რეგიონებში, მოსახლეობის გადამზადებას პირველადი დახმარების უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით.

 

ტრენინგებში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მასშტაბით სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაუფლებოდნენ პირველადი დახმარებისთვის საჭირო პრაქტიკულ ცოდნასა და უნარს.

 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.