ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლამ, ევროკავშირის მხარდაჭერით, Erasmus+ „LIFESTRAND“ პროგრამის ფარგლებში, პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგების სერია წარმატებით განახორციელა.
ტრენინგები ორ სესიად გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პირველადი დახმარების აღმოჩენისთვის აუცილებელი თეორიული ცოდნა და დაეუფლნენ პრაქტიკულ ტექნიკებს, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში სიცოცხლის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია.
„LIFESTRAND“ პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოსა და უკრაინაში, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რეგიონებში, მოსახლეობის გადამზადებას და პირველადი დახმარების უნარების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტმა უკვე არაერთი აქტივობა განახორციელა და მომავალშიც გეგმავს აღნიშნული მიმართულებით ტრენინგებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების გაგრძელებას.
კურსის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.


