ნოემბერი 21, 2024
პერსონალური ბრენდინგი & ნეთვორქონგი
ალტე უნივერსიტეტში პერსონალური ბრენდინგი & ნეთვორქონგი-ს კარიერული განვითარების ვორქშოფი ჩატარდა. შეხვედრას უძღვებოდა კარიერის კონსულტანტი და ქოუჩი, ორგანიზაციული ფსიქოლოგი და HR კონსულტანტი - მარიამ ჩოხელი.
ვორქშოფის ძირითადი თემები იყო: როგორ გადავაქციოთ ჩვენი ძლიერი მხარეები პროფესიად და შემოსავლის წყაროდ; თავად როგორ შევქმნათ საკუთარი ძლიერი მხარეების შესაბამისი შესაძლებლობა; როგორ შევქმნათ სოციალური კაპიტალი (ნეთვორქი) და გამოვიყენოთ ყველა შესაძლო გზა სწორი ადამიანების გასაცნობად და მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად; რეფერენსის ძალა - დასაქმების ყველაზე თანამედროვე და სანდო მეთოდი.




