ალტე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტის ორგანიზებით ონლაინ ვებინარი თემაზე - „გადაუდებელი მედიცინა პრაქტიკაში“ გაიმართება.
სესია ფოკუსირებულია რეალურ კლინიკურ შემთხვევებზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და პროფესიულ განვითარებაზე გადაუდებელ დახმარებაში. ვებინარი განკუთვნილია მედიცინის პროგრამის სტუდენტებისა და ექიმებისთვის.
სესიას გაუძღვება დოქტორი კლერ სკინერი (Dr. Clare Skinner) – ავსტრალიის გადაუდებელი მედიცინის კოლეჯის ყოფილი პრეზიდენტი და გამოცდილი ექსპერტი გადაუდებელი დახმარებისა და ჯანდაცვის სისტემების სფეროში.
- თარიღი: 7 თებერვალი, 2026 წელი
- დრო: 15:00 (GMT+4)
- პლატფორმა: Microsoft Teams
ვებინარის მსვლელობისას განიხილება მონაწილეების კითხვები, რომლებიც წინასწარ უნდა იყოს გამოგზავნილი.
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე
