ალტე უნივერსიტეტში, საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის და უწყვეტი განათლებისა და სატრენინგო კურსების დეპარტამენტის ორგანიზებით, ჩატარდა ორთვიანი ონლაინ კურსი „ღრუბლოვანი სერვისები - ორგანიზაციის ინფორმაციული ინფრასტრუქტურის აგება და მართვა“, დამწყები IT სპეციალისტებისთვის.
კურსის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს:
- ღრუბლოვანისერვისების დანიშნულება, ტიპები, უპირატესობები და ნაკლოვანებები;
- ღრუბლოვანისერვისების ქსელური და სერვერული ინფრასტრუქტურა;
- ღრუბლოვანი გამოთვლითი რესურსების (ვირტუალური სერვერები, კონტეინერები, „უსერვერო“ გამოთვლები) აგება და გამართვა;
- ვებ-აპლიკაციებისა და მონაცემთა ბაზების დანერგვა და მართვა ღრუბლოვანი სერვისების გამოყენებით;
- ღრუბლოვანი სერვისების მაღალსარგებლიანობა და მასშტაბირების უზრუნველყოფა. ბიზნესპროცესების უწყვეტობის მართვის მეთოდები ღრუბლოვან სივრცეში;
- ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციათა მართვა ღრუბლოვან სივრცეში.
კურსზე დარეგისტრირდა 86 მონაწილე. შესარჩევი კონკურსი გაიარა 42-მა და მათგან 19-მა მონაწილემ წარმატებით დაასრულა აღნიშნული კურსი.
კურსს უძღვებოდა ალტე უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი - დავით გულუა.
