ალტე უნივერსიტეტისა და HR აუთსორსინგული კომპანია One Point-ის თანამშრომლობის ფარგლებში, იწყება ახალი ინიციატივა - One Point Future Talent Scholarship!
პროექტის ფარგლებში, HR აუთსორსინგული კომპანია ONE POINT ალტე უნივერსიტეტის MBA პროგრამის 2 სტუდენტს სწავლას 50%-ით დაუფინანსებს.
ამასთან ერთად, სტიპენდიის მფლობელი სტუდენტები ისარგებლებენ დამატებითი პროფესიული მხარდაჭერით:
- ინდივიდუალური მენტორინგი 1 წლის განმავლობაში;
- კარიერული ქოუჩინგი;
- CV/Resume-ის პროფესიული მომზადება;
- LinkedIn პროფილის ოპტიმიზაცია და პერსონალური ბრენდინგის მხარდაჭერა;
- One Point-ში ან პარტნიორ ორგანიზაციებში სტაჟირების შესაძლებლობა.
პროექტის მიზანი მაღალი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მომავალი ლიდერების მხარდაჭერაა. ინიციატივა სპეციალურად იმ სტუდენტებისთვის შეიქმნა, რომლებიც გამოირჩევიან ლიდერული თვისებებით, მუდმივი განვითარების მოტივაციითა და ბიზნესის მართვის მიმართ ინტერესით.
HR აუთსორსინგული კომპანია ONE POINT კარიერული განვითარების მიმართულებით ალტე უნივერსიტეტის მთავარი პარტნიორია!

