ალტე უნივერსიტეტში მედიცინის, სტომატოლოგიისა და კომპიუტერული მეცნიერებების საერთაშორისო პროგრამების გაზაფხულის სემესტრის სტუდენტებისთვის ონბორდინგის ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, შეხვედროდნენ სკოლის დეკანებსა და მენეჯერებს, მიეღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სასწავლო პროცესის შესახებ, გაეცნოთ სტუდენტური ცხოვრება, სერვისები და ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ ალტე უნივერსიტეტში დახვდებათ.
ანი ამირანაშვილმა, ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით, სტუდენტებს სიტყვით მიმართა და წარმატებული და ნაყოფიერი აკადემიური მოგზაურობა უსურვა
სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ აქტივობებში, გაიცნეს ახალი ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან და მიიღეს სიმბოლური საჩუქრები აკადემიური თავგადასავლის დაწყების აღსანიშნავად.

