Flag 0Flag 1
logo

მარტი 17, 2026

ოფიციალური ვიზიტი MBS School of Business-ში

ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი, რამაზ კუკულაძე, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში - MBS School of Business-ში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და განიხილა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
 

ალტე უნივერსიტეტისა და MBS-ის პარტნიორობის ფარგლებში, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ორი სემესტრი ისწავლონ საფრანგეთში და პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღონ ალტე უნივერსიტეტისა და MBS-ის ორმაგი დიპლომი.
 

ეს შესაძლებლობა ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ნიშნავს:
 

  •  საერთაშორისო აკადემიურ გამოცდილებას;
  •  ევროპული ხარისხის განათლებას;
  •  რეალურ კონკურენტულ უპირატესობას გლობალური დასაქმების ბაზარზე.
     

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს თანამშრომლობის განვითარების ახალ მიმართულებებსა და სამომავლო ერთობლივ ინიციატივებზე, რაც კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო არეალს გახსნის ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

ოფიციალური ვიზიტი MBS School of Business-ში