Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

მაისი 20, 2026

მცენარეების ვორკშოპი ალტე უნივერსიტეტის პერსონალისთვის

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მხარდაჭერისა და მწვანე ინიციატივის ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტში პერსონალისთვის მცენარეების თემატური ვორკშოპი გაიმართა, რომელსაც ორგანიზაცია „ჰაბიტატის“ გუნდი უძღვებოდა.

 

ვორკშოპის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი ინტერესების მიხედვით, აერჩიათ სასურველი მიმართულება - შეექმნათ მინიატიურული ბაღები ან აეწყოთ სუკულენტებისა და ღია ტერარიუმების კომპოზიციები.

 

პრაქტიკული და შემოქმედებითი პროცესის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს:

  • მცენარეების გადარგვისა და მოვლის ძირითადი პრინციპები;
  • ტერარიუმების შექმნის ტექნიკა;
  • ეკომეგობრული მიდგომები და მეორადი მასალების გამოყენების მნიშვნელობა.

 

ვორკშოპის მიზანი, თანამშრომლებისთვის განსხვავებული, ინსპირაციული და შემოქმედებითი გამოცდილების შეთავაზება იყო - ინიციატივა, რომელიც არა მხოლოდ გუნდურ ჩართულობასა და კეთილდღეობას უწყობს ხელს, არამედ - გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასაც ემსახურება.

sdgs-isa-da-mtsvane-initsiativebis-farglebshi-alte-universitetma-mtsenareebis-vorkshops-umaspindzlasdgs-isa-da-mtsvane-initsiativebis-farglebshi-alte-universitetma-mtsenareebis-vorkshops-umaspindzlaმცენარეების ვორკშოპი ალტე უნივერსიტეტის პერსონალისთვის