logo

მონაცემთა ანალიზი ,,SPSS”-ში

  • ვისთვის არის ეს კურსი?

კურსი განკუთვნილია საჯარო და კერძო სფეროში დასაქმებული პირებისთვის, სტუდენტებისთვის, სოციოლოგებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მკვლევარებისთვის, სტატისტიკოსებისთვის, ვისაც საქმიანობის დროს შეხება აქვთ მონაცემების დამუშავებასთან.

  • კურსის მიმოხილვა

სასწავლო კურსის მიზანია, მსმენელებს ასწავლოს მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის საფუძვლები ,,SPSS” პროგრამის გამოყენებით, შექმნას და შეაფასოს მონაცემთა მოდელები, მისცეს პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა წყაროდან მონაცემთა იმპორტისთვის, საძიებო მონაცემთა ანალიზისთვის და მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის.

  • ტრენერი

გიგა კიკორია - ეკონომიკის დოქტორი, ,,ალტე უნივერსიტეტის“ ასისტენტ-პროფესორი (ბიზნეს სკოლასა და IT სკოლაში), უფროსი სპეციალისტი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში. მას აქვს 6 წლიანი გამოცდილება სოციალური კვლევების მიმართულებით, ასევე, პრაქტიკული გამოცდილება - Excel-ში, ,,SPSS”-სა და ,,Power BI”-ში. LinkedIn

  • კურსის ხანგრძლივობა

პროგრამა მოიცავს 16 საკონტაქტო საათს. 

 

*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

 

საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge

მონაცემთა ანალიზი ,,SPSS”-ში