- ვისთვის არის ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის, ბიზნესის, მარკეტინგის, თუ გაყიდვების ანალიტიკოსებისთვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც მუშაობს მონაცემებთან და საჭიროებს მათ ვიზუალიზაციას და ინტერპრეტაციას.
- კურსის მიმოხილვა
კურსის მიზანია, მსმენელებს ასწავლოს მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის საფუძვლები, Power BI პროგრამის გამოყენებით შექმნას და შეაფასოს მონაცემთა მოდელები, მისცეს პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა წყაროდან მონაცემთა იმპორტისთვის, მონაცემთა ანალიზისთვის და მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის.
- ტრენერი
გიგა კიკორია - ეკონომიკის დოქტორი, ,,ალტე უნივერსიტეტ“-ის ასისტენტ-პროფესორი (ბიზნეს სკოლასა და IT სკოლაში), უფროსი სპეციალისტი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში. მას აქვს 6 წლიანი გამოცდილება სოციალური კვლევების მიმართულებით, ასევე, პრაქტიკული გამოცდილება - Excel-ში, ,,SPSS”-სა და ,,Power BI”-ში. LinkedIn
- კურსის ხანგრძლივობა
პროგრამა მოიცავს 16 საკონტაქტო საათს.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge
