Moitane • მოიტანეს ისტორია 2021 წელს დაიწყო, როდესაც რამდენიმე სტუდენტმა საკუთარი იდეები ალტე უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული სტარტაპ გარაჟის მიერ მოზიდული ინვესტიციების დახმარებით რეალობად აქციეს. საქმიანობის დაწყების დღიდან, კომპანიის მთავარი მიზანია მომხმარებელს გაუმარტივოს საყიდლების პროცესი და მარტივად მოამარაგოს ყველაზე ხარისხიანი პროდუქციით. თავის საქმიანობით კომპანია პანდემიის პირობებში უამრავ ოჯახს დაეხმარა, რადგან სახლიდან გაუსვლელად შეეძლოთ სასურველი პროდუქტის შეძენა. დაარსების დღიდან პლატფორმა სწრაფი ტემპებით იზრდება და დღეს ყოველთვიურად წარმატებით ემსახურება 15,000-ზე მეტ ოჯახს.
"Moitane • მოიტანეს" აპლიკაციის და ვებ-გვერდის მოხმარება საკმაოდ ადვილია, რადგან პლატფორმა დახარისხებულია კატეგორიებითა და საკვანძო სიტყვებით, რაც ძალიან ამარტივებს ძიების პროცესს. გარდა ამისა, პლატფორმა აერთიანებს მრავალფეროვან პროდუქციას: სურსათს, სათამაშოებს, წიგნებს, ღვინის მაღაზიებს, აფთიაქებს, აგრარულ ბაზარს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი სრულიად ქართულია, პლატფორმა შექმნილია საქართველოში კომპანია „ლემონდუ“-ს მიერ, ხოლო გუნდი დაარსების პირველივე დღიდან ზრუნავს „სახლის საყიდლების“ გამარტივებაზე და ორიენტირებულია ფუნქციონალების განვითარებასა და სიახლეების შეთავაზებაზე.
აღსანიშნავია, რომ Moitane • მოიტანეს საკონტროლო პაკეტს საინვესტიციო კომპანია „ველოქს კაპიტალი“ ყიდულობს და არსებულ გუნდთან ერთად კომპანიის განვითარება ახალ საფეხურზე გადაჰყავს.