Flag 0Flag 1
logo

ნოემბერი 28, 2024 (13 : 00)

მემორანდუმი საქართველოს საბანკო ასოციაციასთან

ალტე უნივერსიტეტს და  საქართველოს საბანკო ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ჩატარდა ღია სემინარი გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებზე - „ESG გამოწვევები და შესაძლებლობები განვითარებადი ქვეყნების მაგალითზე“.

 

სემინარის ემსახურებოდა ESG მიმართულებით ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას და მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: მდგრადი ფინანსური ინსტრუმენტები (მაგ. მწვანე, სოციალური და მდგრადი სესხები), გამოყენებული მეთოდოლოგიები და ჩარჩოები ESG-ის გადაწყვეტილებებში ინტეგრაციისთვის, ძირითადი გლობალური ინიციატივები, პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის და ინიციატივების პრინციპები, ESG-სთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების საკითხები და ESG მარეგულირებელი გარემო საქართველოში და განვითარებადი ქვეყნების მაგალითზე.

 

ღონისძიებას უძღვებოდა ლევან გოგოლაძე - ESG და მდგრადი დაფინანსების პროექტების კოორდინატორი საქართველოს საბანკო ასოციაციაში.

 

ღონისძიების ბოლოს მოეწყო გამოკითხვა Kahoot! პლატფორმის მეშვეობით.

 

გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ საჩუქრები, თითოეულმა მონაწილემ სახელობითი სერტიფიკატი მიიღო.

მემორანდუმი საქართველოს საბანკო ასოციაციასთანმემორანდუმი საქართველოს საბანკო ასოციაციასთან