ალტე უნივერსიტეტის MEDTECH ჰაკათონის მხარდამჭერია 4Hospitals , რომელიც თავის რჩეულ გუნდს საჩუქრად 2000 ლარს გადასცემს
ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით, 6-7 ნოემბერს, ორდღიანი ჰაკათონი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას X-XII კლასის მოსწავლეები მიიღებენ და მათ სამუშაო პროცესში სტუდენტ-ექსპერტები დაეხმარებიან.
4Hospitals 2014 წლიდან სამედიცინო პროდუქტების წამყვანი პროვაიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც თანამშრომლობს 250-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან და ოპერირებს საქართველოს მასშტაბით. კომპანია აქტიურად ისწრაფვის ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებისკენ და ინტენსიურად არის ჩართული მსგავსი ტიპის პროექტებში.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე http://bit.ly/4mXWofk
რეგისტრაცია გრძელდება 26 ოქტომბრის ჩათვლით.
