Flag 0Flag 1

ნოემბერი 25, 2026

MedTech Hackathon X-XII კლასის მოსწავლეებისთვის იწყება

ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით, 26-27 ნოემბერს ორდღიანი ჰაკათონი გაიმართება თემაზე: „Future of Care: Reinventing Healthcare“.
 

პროექტი სკოლის X-XII  მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან ინოვაციური გადაწყვეტილებები პაციენტზე ზრუნვის გასაუმჯობესებლად.
 

ჰაკათონის მიზანია, მოსწავლეებმა შექმნან ციფრული პროდუქტები, სერვისები ან გადაწყვეტილებები, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში არსებულ პროცესებს გაამარტივებს და პაციენტების გამოცდილებას გააუმჯობესებს. იდეები შეიძლება შეეხებოდეს როგორც დაავადებების პრევენციასა და დიაგნოსტიკას, ისე მკურნალობის პროცესსა და პაციენტების ყოველდღიურ მხარდაჭერას, როგორც კლინიკაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
 

მონაწილეობის პირობები:

  •  მოსწავლეებმა უნდა დაარეგისტრირონ 3-4 წევრისგან შემდგარი გუნდები;
  •  ინდივიდუალური რეგისტრაციის შემთხვევაში, გუნდების ფორმირება მოხდება ადგილზე, შემთხვევითობის პრინციპით;
  •  რეგისტრაციის შემდეგ ჰაკათონში მონაწილეობისთვის შეირჩევა 10 ფინალისტი გუნდი.


მონაწილეებს ალტე უნივერსიტეტის სტუდენტ-ექსპერტები დაეხმარებიან პროტოტიპის განვითარებასა და იდეების პრაქტიკულ რეალიზებაში.


პრიზები:
 

  • ალტე უნივერსიტეტი თავისი რჩეული პროექტის ავტორს გადასცემს ფულად პრიზს - 1000 ლარის ოდენობით და საჭირო რესურსულ მხარდაჭერას იდეის განსახორციელებლად;
  •  „მედიკი“ 1000 ლარით დააჯილდოებს რჩეულ გუნდს MedTech Hackathon-ზე;
  •  GITA რჩეული იდეის ავტორს დაეხმარება პროტოტიპის შექმნასა და დახვეწაში ტექნოპარკის რესურსების გამოყენებით.
     

 მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე 
 

 რეგისტრაცია გრძელდება 13 ნოემბრის ჩათვლით!

MedTech Hackathon X-XII კლასის მოსწავლეებისთვის იწყება