ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლა XI-XII კლასის მოსწავლეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, პროექტის „გამოცადე ექიმობა“ ფარგლებში ერთი დღით თავად გამოსცადონ ექიმის პროფესია და გაეცნონ სამედიცინო განათლების პრაქტიკულ ასპექტებს.
ღონისძიების მონაწილეები შეხვდებიან სკოლის დეკანსა და პროგრამის ხელმძღვანელს, მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას მედიცინის პროგრამის, სწავლების მეთოდებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ. ასევე, დაათვალიერებენ თანამედროვე, ინოვაციურ სიმულაციურ ცენტრებსა და ლაბორატორიებს, სადაც ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკულ და კლინიკურ უნარებს ეუფლებიან.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეები ეწვევიან ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, რომელიც ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კლინიკურ ბაზას წარმოადგენს. სპეციალურად დაგეგმილი სასწავლო ტურის ფარგლებში, მოსწავლეები დარგის წამყვან ექიმებთან ერთად განიხილავენ რეალურ სამედიცინო ქეისებს და გაეცნობიან პაციენტებთან მუშაობის ყოველდღიურ პრაქტიკას.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
ღონისძიების დეტალები:
დრო: 28 მაისი, 12:00 - 16:00
ლოკაცია: ალტე უნივერსიტეტის კამპუსი, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს - სარეგისტრაციო ფორმა
