Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ოქტომბერი 02, 2023

მედიცინის პროგრამის სტუდენტების რეგისტრაცია იწყება

ალტე უნივერსიტეტში,მედიცინის პროგრამის სტუდენტების რეგისტრაცია იწყება.
 

სტუდენტი რეგისტრაციას გაივლის ალტე უნივერსიტეტის პორტალზე, რომლის ბმულსაც პირადი ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებთ 2ოქტომბრის 12:00 საათიდან.

ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:

https://alte1.ini.ge/online-register/start

ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს მოთხოვნილი საბუთების ელექტრონული ფორმატით პორტალზე ატვირთვას და თანხის გადახდას, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, რის საფუძველზეც გამოიცემა სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანება.

ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადა:

  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ელექტორნულად დოკუმენტაციის ატვრითვა - 2-5 ოქტომბერი,
  • სწავლის საფასურის დაფარვა სტუდენტის ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად: 2-6 ოქტომბერი

 

*სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკს ირჩევს სტუდენტი ინდივიდუალურად ადმინისტრაციული რეგისტრაციის დროს.

*სწავლის საფასურის გადახდის ბოლო ვადა არის 6 ოქტომბრის 18:00 საათი. 

იხილეთ სწავლის საფასურის გადახდის წესი

* გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ 2ოქტომბერს ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება 12:00 სთ-იდან.

Შენიშვნა: არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში, ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ელექტრონული დოკუმენტაციის ატვირთვა ხორციელდებაონლაინ, ხოლო გადახდის გრაფიკის არჩევა და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ხორციელდება ალტე უნივერსიტეტში მშობლის ან კანონიერი მეურვის თანმხლებით, 3-5 ოქტომბერს - 12:00 – 15:00 საათებში.

რეგისტრაციის დროს ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • განცხადება (განცხადების ფორმა დაგხვდებათ უნივერსიტეტის პორტალზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ორივე გვერდი).
  • საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი (დედანი) ან პროფესიული განათლების დიპლომი (დედანი);
  • 1 ცალი ფოტო-სურათი (3x4) - ფორმალური, პირადობის მოწმობის ფოტოს მსგავსი;
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის) - ორივე გვერდი;
  • არასრულწლოვანი პირველკურსელის შემთხვევაში, მშობლის პირადობის მოწმობა ან მეურვის პირადობის მოწმობა.

 

*ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჩამოთვლილი საბუთების ორიგინალი ვერსიები უნდა წარმოადგინოთ ალტე უნივერსიტეტში 16 ოქტომბერიდან - 20 ოქტომბრის ჩათვლით .