ალტე უნივერსიტეტმა მედიცინის მე-4 საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციას (IMAUC 2025) უმაპსინძლა, რომელიც სტუდენტური კვლევითი გაერთიანების (ASRU) მიერ იყო ორგანიზებული.
ღონისძიებას სხვადასხვა უნივერსიტეტების 130-მდე სტუდენტი და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
კონფერენციაზე სტუდენტებმა საკუთარი კვლევები ზეპირი და პოსტერული პრეზენტაციების გზით წარმოადგინეს. თითოეულ კატეგორიაში სამი გამარჯვებული პრეზენტაციის ავტორი გამოვლინდა, რომლებსაც სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.
ზეპირი პრეზენტაციის კატეგორიის გამარჯვებულები:
I ადგილი
- თემა: ლოკალიზებული იმუნური ტოლერანტობის ინდუქცია: იმედი რევმატოლოგიური სახსრების შენარჩუნებისთვის.
ავტორები: ტონი ვარგეზე, ემან ომერ ელიმამი.
II ადგილი:
- თემა: ემიციზუმაბის და ტუროქტოკოგ ალფა პეგოლის პროფილაქტიკის შედარებითი ეფექტურობა ჰემოფილია A-ს დროს ინჰიბიტორების გარეშე: კლინიკური და ეკონომიკური შედეგების მეტაანალიზი.
- ავტორი: რიტინ იაკობ ენტონი რაჯანი.
III ადგილი:
- თემა: ფილტვის მიღმა: ტელომერების სიგრძე, როგორც პროგნოზული ბიომარკერი იდიოპათიური ფილტვის ფიბროზისა და სხვა ILD-ების დროს.
- ავტორი: ანჯელა თომასი
პოსტერ პრეზენტაციის კატეგორიის გამარჯვებულები:
I ადგილი
- თემა: განმეორებითი ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციისა და ფიქტიური თერაპიის შედარებითი ეფექტურობა ინსულტის შემდგომი ცენტრალური ტკივილის მართვაში: სისტემატური მიმოხილვა
ავტორები: ლისარენა კანი, სანჯაი სანჯივი რაჯი
II ადგილი
- თემა: ადამიანის შუა ტვინის ორგანოიდები SNCA მუტაციასთან დაკავშირებული PD მოდელირებაში: ლიტერატურული მიმოხილვა
- ავტორები: დჰრუვილკუმარ პატელი, პინკი იადავი, დჰარტიბენ როჰიტბჰაი პატელი
III ადგილი
- თემა: არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადებისადმი ახალი მიდგომა: eCIRP-ისა და IGF2BP2-ის, როგორც ბიომარკერისა და თერაპიული სამიზნეების შესწავლა: ლიტერატურის მიმოხილვა
- ავტორები: პატელ ჰეტვიბენ ჯაგდიშბჰაი, შრეია სანჯაი მანე
მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ სპეციალური მოწვეული სტუმრების ლექციებს თემებზე, როგორიცაა: ბავშვები და ეკრანთან გატარებული დრო, სამედიცინო კვლევების გამოქვეყნება და იშვიათი კარდიოლოგიური შემთხვევები. გარდა ამისა, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ ვორკშოპებში, რომლებიც ეხებოდა ECG, კოლოსტომიის მოვლასა და სხვა სამედიცინო თემებს.
კონფერენციის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

