ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამამ ACCA Global-ის (Association of Chartered Certified Accountants) აკრედიტაცია მოიპოვა!
MBA პროგრამამ აკრედიტაცია სამ საგანში მიიღო:
- ოპერაციების მართვა და ახალი ტექნოლოგიები;
- ფინანსური აღრიცხვა და მენეჯმენტი;
მენეჯერული აღრიცხვა
აღნიშნული საგნები, წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტს ოფიციალურად აღიარებულად ჩაეთვლება ACCA Global-ის მიერ.
აკრედიტაცია ნიშნავს, რომ საგნების შინაარსი, სწავლების მეთოდები და აკადემიური სტანდარტები სრულ შესაბამისობაშია ACCA Global-ის მოთხოვნებთან
ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც გეგმავს პროფესიულ განვითარებას ფინანსების, აუდიტის ან ბუღალტერიის მიმართულებით და სურს საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიცირების მიღება.
ACCA Global-ის აღიარებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ალტე უნივერსიტეტის MBA პროგრამა სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს