Flag 0Flag 1

ივლისი 23, 2026

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ყოველწლიური კონფერენცია ალტე უნივერსიტეტში

ალტე უნივერსიტეტმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2026 წლის საუკეთესო ათეულის პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარების ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა.

ღონისძიების მთავარ მიზანს საუკეთესო ათეულის წევრთა პროფესიული გამოცდილების, ინოვაციური მიდგომებისა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის კოლეგებისთვის გაცნობა და გაზიარება წარმოადგენდა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა წარადგინეს მათთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები და პრაქტიკული მაგალითები. პრეზენტაციები ეხებოდა თანამედროვე განათლების ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: პროექტული სწავლება, მოსწავლეთა შეფასების სისტემები, არაფორმალური და ინკლუზიური განათლება, ასევე სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ეფექტური ინტეგრირება.

კონფერენციას ესწრებოდნენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბისა და ჟიურის წევრები, ასევე კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები.

ალტე უნივერსიტეტი, როგორც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მუდმივი მხარდამჭერი, განაგრძობს იმ ინიციატივების ხელშეწყობას, რომლებიც პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას, პროფესიის პოპულარიზაციასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება

mastsavleblis-erovnuli-jildos-yoveltsliuri-konferentsia-alte-universitetshimastsavleblis-erovnuli-jildos-yoveltsliuri-konferentsia-alte-universitetshi