ალტე უნივერსიტეტში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2025 წლის კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე საუკეთესო ათეულში მყოფმა მასწავლებლებმა მათი პედაგოგიური პრაქტიკის შესახებ პრეზენტაციები ჟიურის წინაშე წარადგინეს.
ალტე უნივერსიტეტი უკვე მესამე წელია, რაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პარტნიორია. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.
ალტე უნივერსიტეტი ყოველთვის მზად არის, მხარი დაუჭიროს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას

