XI და XII კლასის მოსწავლეებს ალტე უნივერსიტეტი სთავაზობს, მარკეტინგის ონლაინ სასერტიფიკატო კურსს, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ გადადგან პირველი ნაბიჯები მომავალ პროფესიაში.
კურსის ფარგლებში მოსწავლეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას მარკეტინგის შესახებ და მოისმენენ, თუ რა როლს თამაშობს მარკეტინგი ბიზნესის განვითარებაში. კურსს მათე ივანიაძე გაუძღვება, რომელიც „ინვეტ ჯგუფის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ალტე უნივერსიტეტის ასისტენტ-ლექტორია. მათე მოსწავლეებს გაუზიარებს თავის გამოცდილებას და გააცნობს მათ მარკეტინგის თანამედროვე ტენდენციებს.
ალტე უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისას, საბაზისო ცოდნის მიღების შემდეგ, სტუდეტებს ინტერესების შესაბამისად შეუძლიათ, აირჩიონ მათთვის სასურველი კონცენტრაცია და აკადემიური გზა ფინანსების, ანტრეპრენერობის, ადამიანური რესურსების მართვის ან მარკეტინგის მიმართულებით გააგრძელონ.
გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://shorturl.at/jyXxM
- კურსი ჩატარდება 25 მაისს, 12:00 საათზე, Zoom პლატფორმაზე.
კურსის თითოეული მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

