Flag 0Flag 1

მარიამ მესტვირიშვილი

PR და მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი

მარიამს განათლების სექტორში მუშაობის ექვსწლიანი გამოცდილება აქვს. ალტე უნივერსიტეტამდე სხვადასხვა სექტორში მუშაობდა, მათ შორის - ციფრულ სარეკლამო სააგენტო „კრაკენში“, სადაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობდა, გეგმავდა და ახორციელებდა ციფრულ საკომუნიკაციო კამპანიებს და ხელმძღვანელობდა მრავალპროფილურ გუნდს.

 

ალტე უნივერსიტეტს 2024 წელს შეუერთდა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2026 წლიდან კი ამავე უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებს.

 

მარიამს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. მანამდე სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიიღო.