შეხვედრების სერიის - “შეგიძლია” ფარგლებში ალტე უნივერსიტეტს ფოტოგრაფი, ლექტორი და ფოტოსკოლის დამაარსებელი, მარი ნაკანი ესტუმრა.
მან საავტორო მასტერკლასი - “მობილოგრაფია” ჩაატარა. შეხვედრის ფარგლებში მარი ნაკანმა ისაუბრა კონტენტის შექმნის მნიშვნელობაზე, სტუმრებს გაუზიარა პროფესიული რჩევები და ფოტოს გადაღების ტექნიკები, მობილური ტელეფონის სრული პოტენციალის გამოყენებით.

