შეხვედრების სერიის - “შეგიძლია” ფარგლებში ალტე უნივერსიტეტს ფოტოგრაფი, ლექტორი და ფოტოსკოლის დამაარსებელი, მარი ნაკანი ესტუმრება, რომელიც საავტორო მასტერკლასს “მობილოგრაფია” გამართავს.
მასტერკლასის განმავლობაში მარი ნაკანი დამსწრეებს გაუზიარებს პროფესიულ რჩევებსა და მიგნებებს; გაიგებენ რას ნიშნავს და რისთვის სჭირდებათ კონტენტის შექმნა; ისწავლიან, როგორ უნდა გამოიყენონ მობილური ტელეფონის სრული პოტენციალი ესთეტიკური და პროფესიონალური ფოტოების გადასაღებად.
შეხვედრა ჩატარდება 11 მარტს, 18:00 საათზე, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში.
სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/YnlvS