Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

მაისი 22, 2026

„Living Europe Through Erasmus+“ - საინფორმაციო შეხვედრა ალტე უნივერსიტეტში

:

მაისი 22 00:00

საერთაშორისო განათლებით, სტუდენტური გაცვლითი პროგრამებითა და Erasmus Mundus-ის შესაძლებლობებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ Erasmus+-ის საქართველოს ეროვნული ოფისის ინტერაქციულ ღონისძიებას - „Living Europe Through Erasmus+“, რომელიც ალტე უნივერსიტეტში, ESN Georgia-სთან თანამშრომლობით გაიმართება.

 

შეხვედრა გააერთიანებს სტუდენტებს, ახალგაზრდებსა და Erasmus Mundus-ის სტიპენდიატებს, რომლებიც მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ საზღვარგარეთ სწავლის, აკადემიური მობილობის, საერთაშორისო სტუდენტური ცხოვრებისა და Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ.

 

ღონისძიების ფარგლებში დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პრაქტიკული ინფორმაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებზე, მობილობის პროცესსა და სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომ სხვადასხვა შესაძლებლობაზე.

 

საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

 

შეხვედრა გაიმართება 27 მაისს, 13:00-ზე, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 26 მაისი
 

*ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

living-europe-through-erasmus-sainformatsio-shekhvedra-alte-universitetshi