აპრილი 25, 2025
ლიდერობა რეალურ ცხოვრებაში - საერთაშორისო სტუდენტებისთვის
გლობალური უნარების განმავითარებელი ვორკშოპების სერიის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტს ამჯერად თამარა ქლიბაძე ესტუმრა, რომელიც უძღვებოდა შეხვედრას თემაზე: “ლიდერობა რეალურ ცხოვრებაში”. თამარა Europebet-ს HR დირექტორი, სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ტრენერი და განათლების ფსიქოლოგის მაგისტრია. მან ვორკშოპის მონაწილეებს აკადემიური, პროფესიული და პირადი განვითარებისთვის საჭირო ლიდერობის ტექნიკები გაუზიარა.
ვორკშოპის განმავლობაში სტუდენტებმა იმუშავეს ისეთი ლიდერული უნარების განვითარებაზე, როგორიცაა: გადაწყვეტილების მიღება, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია და გუნდის მოტივაცია. ვორკშოპის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.






