ლანა დავითულიანი არის სოციალური და კულტურული კვლევების მაგისტრი, მას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
ლანა დავითულიანს გააჩნია მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება სამეცნიერო პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში. 2017–2024 წლებში იგი მუშაობდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტისა და კოორდინატორის თანამდებობაზე, სადაც მან დაგროვა მნიშვნელოვანი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება კვლევების მართვის მიმართულებით.
მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო პროექტების, მათ შორის ევროკომისიის Horizon 2020-ის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილებას. 2019–2021 წლებში იგი აქტიურად იყო ჩართული EURAXESS საქართველოს სტარტაპის ქსელის პროექტის განხორციელებაში და ასრულებდა EURAXESS საქართველოს ეროვნული ქსელის კოორდინატორის ფუნქციებს. გარდა ამისა, 2021–2024 წლებში, Caliper – Linking Research and Innovation for Gender Equality პროექტის ფარგლებში, იყო STEM მიმართულებებში გენდერული თანასწორობის გეგმის შემუშავების სამუშაო ჯგუფის (GEP) წევრი.
ლანა დავითულიანი ფლობს სოციალური კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდოლოგიების ღრმა თეორიულ ცოდნას და განვითარებულ პრაქტიკულ კომპეტენციებს. მას გამოცდილება აქვს სოციალური და კულტურული კვლევების დამოუკიდებლად, ასევე გუნდური თანამშრომლობის ფორმატში დაგეგმვისა და წარმართვის მიმართულებით, რაც მოიცავს კვლევის დიზაინის შემუშავებას, ემპირიული მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს, აგრეთვე მიღებული შედეგების სამეცნიერო ინტერპრეტაციას.

