- ვისთვის არის ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია კორპორატიული საბანკო ურთიერთობისა და SME მიმართულების უმცროსი ანალიტიკოსებსთვის და/ან ბანკირებისთვის.
- კურსის მიმოხილვა
კურსი უზრუნველყოფს საკვანძო უნარების გაცნობასა და გამომუშავებას კორპორატიული საბანკო ურთიერთობის ჭრილში, რაც დაეხმარება მონაწილეს სამიზნე კლიენტების ბაზებთან მუშაობაში, კლიენტის ფსიქო პორტრეტის შექმნაში, ბიზნესთან დაკავშირებული აუცილებელი ინფორმაციის მობილიზებაში და კლიენტის ფინანსური რეპორტების მომზადებაში.
ვორქშოფის ფორმატი ინტერაქტიური და დინამიურია, აწყობილია თეორიული მასალისა და პრაქტიკული სავარჯიშოების სინქრონული მონაცვლეობით.
- ტრენერი
თამარ გახარია - მსხვილი ბიზნესჰოლდინგი ,,CBS Group”-ის (რომელიც მნიშვნელოვან აქტივებს აერთიანებს, როგორებიცაა: თელასი, თბილისი ენერჯი, სელფი მობაილი, საქართველოს ეროვნული ლატარია, თბილისის მიკროავტობუსი და ა.შ.) ფინანსური დირექტორი. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სს ,,საქართველოს ბანკ“-ში მთავარი კორპორატიული ბანკირის პოზიციაზე. LinkedIn
- კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 18 საკონტაქტო საათს.
სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge
