ვისთვის არის ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ლიდერული პოტენციალის აღმოჩენა და პრაქტიკული უნარების განვითარება სურს. იგი მონაწილეებს პიროვნული ზრდასა და პროფესიული განვითარებაში ეხმარება, რაც დადებითად აისახება, როგორც მათ კარიერაზე, ისე - კომპანიის საქმიანობის ეფექტურობაზე.
კურსის მიმოხილვა
კურსის მიზანია, დაეხმაროს მონაწილეებს გადახედონ საკუთარ დამოკიდებულებას სამუშაოსთან, საკუთარ შესაძლებლობებსა და გარემო ფაქტორებთან მიმართებით. კურსის ფარგლებში ისინი შეისწავლიან ლიდერული უნარების განვითარებისა და პრაქტიკაში გამოყენების გზებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, მოახდინონ პოზიტიური ცვლილებები პირად ცხოვრებაში, სამუშაო გარემოსა და საზოგადოებაში. პროგრამაში ინტეგრირებულია გენერატიული ცვლილების, ფსიქოსინთეზის, სხეულზე ორიენტირებული მიდგომები, სოციალური პანორამა და სხვა თანამედროვე თეორიები და პრაქტიკული სავარჯიშოები, რაც კურსს განსაკუთრებით ეფექტურს ხდის.
ტრენერი
ნანა მიქაშავიძე – ბიზნეს ქოუჩი, იკავებდა „ალტე უნივერსიტეტის“ ბიზნესის სკოლის დეკანის პოზიციას, ლიდერშიფ კონსალტინგის კომპანია „ვიზარდის“ დამფუძნებელი-პარტნიორი. აქვს 20-წლიანი გამოცდილება ფინანსურ სექტორში, განსაკუთრებით სტრატეგიული დაგეგმარების, კრიზისების მართვისა და ლიდერული ტექნიკების დანერგვის მიმართულებით. უკვე 13 წელია, ატარებს ინტენსიურ ტრენინგებს ფსიქოლოგიისა და პიროვნული განვითარების სფეროში. დამატებითი ინფრომაციისთვის იხილეთ: LinkedIn
კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 15 საკონტაქტო საათს.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
კონტაქტი: LLC@alte.edu.ge

