Flag 0Flag 1
logo

აპრილი 29, 2024

"ხელოვნური ინტელექტი სკოლაში“ - პედაგოგებისათვის ტრენინგ სესიები იწყება

ალტე უნივერსიტეტი პროექტის - “ხელოვნური ინტელექტი სკოლაში” ფარგლებში მასწავლებლებისათვის ტრენინგ სესიებს იწყებს.

მონაწილეობის სურვილი,  საქართველოს მასშტაბით, 681-მა პედაგოგმა გამოთქვა. მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ალტე უნივერსიტეტის გუნდის გადაწყვეტილებით, ნაცვლად 30 მონაწილისა, 64 მონაწილე გადამზადდება. აღნიშნული რაოდენობა ორ სხვადასხვა ჯგუფად გაიყოფა და თითოეულ ჯგუფს მენტორობას ამ მიმართულებით გამოცდილი პედაგოგები გაუწევენ.

Პროექტის განმავლობაში ჯამში 13 ლექცია ჩატარდება და სალექციო დრო 26 საათს მოიცავს.

Შეხვედრებზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ხელოვნური ინტელექტის ზოგადი მიმოხილვა;
  • ხელოვნური ინტელექტის არსებული პლატფორმები და მათი გამოყენება;
  • მობილური აპლიკაციების პროტოტიპირება MIT app Inventor;
  • ხელოვნური ინტელექტის მარტივი მოდელების ინტეგრირება;
  • ინფრომაციული უსაფრთხოება განათლებაში.

ლექციები გაიმართება ონლაინ, ტრენინგ მოდულის გავლის შემდეგ კი დასკვნითი კონფერენცია ალტე უნივერსიტეტის კამპუსში ჩატარდება.

პროექტის მიზანია, პედაგოგებს გააცნოს ხელოვნური ინტელექტის ზოგადი მახასიათებლები, მიაწოდოს მათ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმის შესახებ და გაზარდოს ხელმისაწვდომობა მასწავლებლებში ტექნოლოგიურ ცოდნაზე.

ტრენინგების დასაწყისი: 14 მაისი

პროექტს ახორციელებს ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა. 
პროექტის პარტნიორები არიან: თიბისი, Techdro, Teachers Lab და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია.