Flag 0Flag 1
logo

მარტი 16, 2024 (17 : 00)

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიურ პროდუქტები

:

მარტი 13 11:00

მარტი 16 16:00

16 მარტს, 17 საათზე, ალტე უნივერსიტეტში, გამოცდილებას გაგვიზიარებენ ქალები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ტექნოლოგიურ პროდუქტებს ქმნიან.

შეხვედრის მოდერატორი: ნანა დიხამინჯია - ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;

ქეთევან ბოსიკაშვილი - კომპანია Biterium AI-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, კომპანია ITDC აღმასრულებელი ბორდის წევრი, კომპანია Supernova (ყოფილი Pulsar AI) აღმასრულებელი დირექტორი. Biterium AI ქმნის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროგრამულ პროდუქტებს პრევენციული ჯანდაცვის სფეროში.

თამარ ბოსიკაშვილი - 2023 წლის გრეის ჰოპერის ჯილდოს გამარჯვებული, Women in Tech®- Global Movement Awards-ის Amazon web service -ის ჯილდოს ფინალისტი. კომპანია “აისიტექის” თანადამფუძნებელი და დირექტორი, Biterium AI-ს თანადამფუძნებელი და მონაცემთა მეცნიერი. "აისიტექი" ქმნის ადამიანური რესურსების მართვის კომპლექსურ საინფორმაციო სისტემას.

ანასტასია კვინიკაძე - კომპანია “იმპელის” ინჟინერიის დირექტორი.

კომპანია იმპელში ანასტასია ხელმძღვანელობს დეველოპერთა ჯგუფს. ისინი ქმნიან პერსონალიზებულ საკომუნიკაციო ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებს საავტომობილო ინდუსტრიისთვის.

შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია.

საინფორმაციო ტექნოლოგიები

/