13 დეკემბერს ალტე უნივერსიტეტში სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართა წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით „კაზუსის ამოხსნის მაგალითები ადმინისტრაციულ სამართალში“.
ნაშრომის მიზანია, ადმინისტრაციული სამართლით დაინტერესებულ საზოგადოებას დაეხმაროს თეორიული საკითხების ადვილად გააზრებასა და აღქმაში. წიგნში განმარტებულია კაზუსის ამოხსნის ის გზები, რაც გაუმარტივებს დაინტერესებულ პირს კაზუსის ამოხსნის პროცედურას,ამავე დროს შეთავაზებულია სხვადასხვა მაგალითები, როგორც მატერიალურ ისე პროცესუალურ ადმინისტრაციულ სამართალში.
ნაშრომი დაეხმარება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ადმინისტრაციულ სამართლის სწავლებისას, სასემინარო/ჯგუფში მუშაობისას წარმოშობილი სამართლებრივი შემთხვევების სწორად გადაწყვეტაში.
წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოსამართლეები, აკადემიური წრის წარმომადგენლები და ინსპექტორები.

