ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით საქართველოს სამ ქალაქში ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში მოეწყო ვორქშოპები თემაზე „კარიერული ორიენტაცია და მომავლის პროფესიები“. შეხვედრები გაიმართა სკოლის მოსწავლეებთან, რომელსაც უძღვებოდა სპიკერი მარიამ გოგავა.
შეხვედრებს ასევე დაესწრო სამართლის სკოლის დეკანი ქეთევან ცხადაძე ქუთაისში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კობერიძე ზუგდიდში და სტარტაპ გარაჟის ხელმძღვანელი თეონა დალაქიშვილი ბათუმში.
მათ შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს ალტე უნივერსიტეტზე და იმ შესაძლებლობებზე რომელსაც უნივერსიტეტი თავის სტუდენტს სთავაზობს.
