აბიტურიენტების კლუბი და ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა XI-XII კლასის მოსწავლეებს სთავაზობს ონლაინ სასერტიფიკატო კურსს.
კურსის ფარგლებში აბიტურიენტებს შეუძლიათ დაესწნონონლაინ ლექციებს, რომელსაც ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის წამყვანი ლექტორები და მოწვეული სპეციალისტები გაუძღვებიან. ლექციების განმავლობაში ისინი გაეცნობიან ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სასწავლო პროცესში; გრაფიკული დიზაინის პრინციპები და ღრუბლოვანი ტექნოლოგიები.
ონლაინ კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. საუკეთესო ქულების დაგროვების შემთხვევაში, გამარჯვებული მონაწილე ალტე უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ბანაკის საგზურით დასაჩუქრდება.
ლექციები ჩატარდება ZOOM პლატფორმაზე, რაც აბიტურიენტებს აძლევს შესაძლებლობას, შემოურთდეს პროექტს საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან.
ლექციების ჩატარების თარიღი:
- 26 თებერვალი;
- 28 თებერვალი;
- 5 მარტი.
მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა აუცილებლად უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://shorturl.at/KKGPD
