Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

ფინანსური მხარდაჭერა აბიტურიენტებისთვის

გაიგე მეტი

მაისი 17, 2024

ინჟინერია მოსწავლეებისთვის - პითონის საფუძვლები და შესავალი გეიმ დეველოპმენტში

17 მაისს, ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ტრენინგების სერიის - „ინჟინერია მოსწავლეებისთვის“ - მეოთხე შეხვედრა ჩატარდა თემაზე: პითონის საფუძვლები და შესავალი გეიმ დეველოპმენტში, რომელიშიც მონაწილეობა VIII, IX, X, XI, XII კლასის მოსწავლებმა მიიღეს.

 

ტრენინგს გაუძღვა ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი - ლუკა ლომინაძე, რომელმაც მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, რომ შეესწავლათ პითონის პროგრამულ ენაში ცვლადების, ფუნქციებისა და გრაფიკული ობიექტების შექმნა. მათ, ასევე მარტივი 2D თამაში გააკეთეს მენტორის დახმარებით.

 

სესია აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და ტრენინგის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

ინჟინერია მოსწავლეებისთვის - პითონის საფუძვლები და შესავალი გეიმ დეველოპმენტში