Flag 0Flag 1
logo

მარტი 22, 2024 (14 : 00)

ინჟინერია მოსწავლეებისათვის - Calliope mini

გრძელდება ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ტრენინგების სერია „ინჟინერია მოსწავლეებისთვის“

სერიის ფარგლებში, რიგით მეორე შეხვედრა ჩატარდება 22 მარტს ალტე უნივერსიტეტში, ხოლო 29 მარტს ონლაინ, მოსწავლეები გაეცნობიან Calliope mini პროგრამირებად დაფას.


22 მარტს, ალტე უნივერსიტეტში, შეხვედრა ჩატარდება ორ ეტაპად: 11:00 და 15:00 საათზე, 409A აუდიტორიაში;


29 მარტს, ონლაინ შეხვედრა იქნება ზუმის მეშვეობით, 15:00 საათზე;


თემა: Calliope Mini და მისი შესაძლებლობები


მოსწავლეები გაეცნობიან პროგრამირებად დაფაზე ჩაშენებულ სენსორებს, შეისწავლიან ვიზუალური დაპროგრამირების საწყისებს და Calliope mini -ის გამოყენებით შექმნიან სახალისო პროექტებს


ტრენერი: ასოცირებული პროფესორი სალომე ონიანი


ტრენინგის ასისტენტი: ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტი, ლუკა ლომინაძე

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი


ტრენინგის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი


მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, იყო X, XI, XII კლასის მოსწავლე და გაიარო რეგისტრაცია.

საინფორმაციო ტექნოლოგიები

/