ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა წარმოგიდგენთ ტრენინგების სერიას „ინჟინერია მოსწავლეებისთვის“.
სერიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ყოველთვიური შეხვედრები ინჟინერიის შესახებ.
23 თებერვალს ალტე უნივერსიტეტში პროექტის პირველი შეხვედრა შედგება.
თემა: 𝐀𝐫𝐝𝐮𝐢𝐧𝐨 პროგრამირება
მოსწავლეები გაეცნობიან მიკროკონტროლერის მუშაობის პრინციპებს, ელექტრონიკის საფუძვლებს, სენსორებსა და აქტივატორებს.
𝐀𝐫𝐝𝐮𝐢𝐧𝐨 𝐔𝐧𝐨-ს მიკროკონტროლერის ბაზაზე ააგებენ პროგრამირებადი მოწყობილობებისთვის ელექტრულ წრედებს, დაწერენ პროგრამულ კოდებს და მათი გამოყენებით შექმნიან მცირე პროექტებს.
ტრენერი: ასოცირებული პროფესორი სალომე ონიანი.
ტრენინგის ასისტენტები: ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტები: ცირა ხვედიანელი და თიკა მაწიაშვილი.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, იყო IX, X, XI, XII კლასის მოსწავლე და გაიარო რეგისტრაცია ქვემოთ მოცემულ ბმულზე.