Flag 0Flag 1
logo

აპრილი 30, 2025

ინოვაციური სწავლებისა და შეფასების გლობალური პრაქტიკები

27 მაისს ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, რიგით მეოთხე BOOTCAMP გაიმართება, რომელიც მიზნად უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისათვის ინოვაციური სწავლების და შეფასების გლობალური პრაქტიკების გაცნობას ისახავს. აღნიშნული მასტერკლასი დაინტერესებულ პირებს, გლობალური გამოცდილების საფუძველზე, სწავლების ახალი სტანდარტების დანერგვაში დაეხმარება.

 

შეხვედრას ჟენევის უნივერსიტეტის აკადემიკოსი, ლუსეტ კუარტერონი გაუძღვება, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს უმაღლეს განათლებაში ინოვაციური და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების დანერგვაში.

 

ღონისძიება ლექტორებს, მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს ხელს შეუწყობს, აამაღლონ და გააუმჯობესონ სწავლების ხარისხი უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. მონაწილეები დამატებით გაიგებენ, როგორ შეიძლება შეფასებისა და უკუკავშირის ეფექტური გამოყენება სტუდენტების მოტივაციისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გასაზრდელად.  

 

შეხვედრა დისკუსიისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების ფორმატში წარიმართება, სადაც განხილული იქნება სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლების მეთოდები, შეფასებისა და უკუკავშირის ეფექტიანი მოდელები და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიები.

 

  • 27 მაისი 
  • 16:00–18:00 საათი
  • Online შეხვედრა (Microsoft Teams)

 

ყველა მონაწილეს გადაეცემა ალტე უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი ელექტრონული სერტიფიკატი

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://shorturl.at/gyDzP 

ინოვაციური სწავლებისა და შეფასების გლობალური პრაქტიკები