ინოვაციების საგრანტო კონკურსის (CIF) ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელობით, 3 მნიშვნელოვანი ტრენინგი ჩატარდა:
- ხელოვნური ინტელექტი აგროსექტორში
- დრონების გამოყენება აგროსექტორსა და საგანმანათლებლო პროგრამებში
- ჭკვიანი მოწყობილობები აგროსექტორში
ტრენინგები სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჯამში 18 შეხვედრისგან შედგებოდა. აქედან დრონების გამოყენების საკითხს დაეთმო 6 სესია, რომლებსაც ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის ლექტორი, გიორგი თაყაძე უძღვებოდა.
დასკვნითი ორდღიანი პრაქტიკული სესია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ალტე უნივერსიტეტთან და შვედეთის აგრარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კონკურენტული ინოვაციების საგრანტო კონკურსში (CIF) გაიმარჯვა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
