აპრილი 4, 2025
ინგლისური ენის ვორკშოპი და იმიტირებული გამოცდა
ალტე უნივერსიტეტისა და აბიტურიენტების კლუბი-ს ორგანიზებით, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში ინგლისური ენის ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგების სერია და იმიტირებული გამოცდა ჩატარდა.
ტრენინგებს ლელა იაშვილი, ინგლისური ენის ლექტორი ალტე უნივერსიტეტში და ენების ცენტრის - “გლობუსი” დამფუძნებელი უძღვებოდა. შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ემუშავათ საგამოცდო ტესტის ყველა კომპონენტზე:
- ტექსტის გააზრება - გადმოცემა;
- მოსმენის უნარები;
- გრამატიკა;
- თემის წერა.
ტრენინგების დასრულების შემდეგ იმიტირებული გამოცდა ჩატარდა, სადაც აბიტურიენტებმა საკუთარი შესაძლებლობები პრაქტიკაში გამოცადეს.







