ალტე უნივერსიტეტის ინიციატივით, 10, 12 და 13 მარტს ინგლისური ენის სამ დღიანი ონლაინ ვორქშოფი გაიმართა აბიტურიენტებისთვის. შეხვედრებს ალტე უნივერსიტეტის ლექტორი და ცენტრ „გლობუსი“-ს დამფუძნებელი ლელა იაშვილი უძღვებოდა. ვორქშოფების მიზანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების მომზადებაში დახმარება იყო.
ვორქშოფის მონაწილეებს საშუალება მიეცათ, რომ უფრო ღრმად შეესწავლათ ინგლისური ენის გამოცდის თითოეული კომპონენტი და მიიღეს ინფორმაცია იმ მიდგომების შესახებ, რომლებიც დაეხმარებათ გამოცდისთვის მომზადებაში.
