„ალტე უნივერსიტეტისთვის“ აბიტურიენტების ხელშეწყობა და მათ განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, სწორედ ამიტომ საგანმანათლებლო დაწესებულება დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ინგლისური ენის ესეების უფასო ვორქშოფების სერიას.
ესეების ვორქშოფების სერიის მიზანია: წერის ტექნიკის, ტექსტის ანალიზის, მოსმენისა და წარმოთქმის უნარების გაუმჯობესება, გარდა ამისა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ინგლისური ენის სიტყვათა მარაგის შევსება, გამოცდის კომპონენტებს შორის დროის გადანაწილებაზე მუშაობა და გამართულად წერისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნვა. ყოველივე ეს აბიტურიენტს დაეხმარება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის გამოცდას თავი წარმატებით გაართვას.
➡️ ვორქშოფს გაუძღვება: ლელა იაშვილი, ალტე უნივერსიტეტის ლექტორი, ცენტრ „გლობუსი“-ს დამფუძნებელი.
📅ჩატარების დრო: 18 დეკემბერი, 12:00am
📍ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ #2.
მონაწილეობის მსურველებს შეგიძლიათ სარეგისტრაციო ბმული შეავსოთ 17 დეკემბრის ჩათვლით https://forms.gle/T3tGEYfvJ9kvjjMG8
❗️დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

