Flag 0Flag 1
logo

მარტი 01, 2025 (11 : 00)

ინგლისური ენის ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგების სერია

ალტე უნივერსიტეტისა აბიტურიენტების კლუბის ორგანიზებით, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში ინგლისური ენის ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგების სერია და იმიტირებული გამოცდა ჩატარდა.

 

ტრენინგებს ლელა იაშვილი, ინგლისური ენის ლექტორი ალტე უნივერსიტეტში და ენების ცენტრის - “გლობუსი” დამფუძნებელი უძღვებოდა. შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ემუშავათ საგამოცდო ტესტის ყველა კომპონენტზე:

 

  • ტექსტის გააზრება - გადმოცემა;
  • მოსმენის უნარები;
  • გრამატიკა;
  • თემის წერა.

 

ტრენინგების დასრულების შემდეგ იმიტირებული გამოცდა ჩატარდა, სადაც აბიტურიენტებმა საკუთარი შესაძლებლობები პრაქტიკაში გამოცადეს.

ინგლისური ენის ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგების სერიაინგლისური ენის ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგების სერია