ივნისი 3, 2025
ინდუსტრიის დღეები
ალტე უნივერსიტეტში კარიერის დაგეგმვისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით ახალი პროექტი - „ინდუსტრიის დღეები“ დაიწყო.
„ინდუსტრიის დღეები“ მიზნად ისახავს სტუდენტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კავშირების გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, გაიცნონ სხვადასხვა კომპანიების მუშაობის პრინციპები და გაატარონ ერთი დღე მათ სივრცეში - რეალურ სამუშაო გარემოში.
პირველი შეხვედრა სასტუმრო “Pullman”-ში ჩატარდა. ტრენინგ- სპეციალისტმა, მაია ირემაშვილმა, სტუდენტებს პრეზენტაციის სახით სასტუმროს შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. გააცნო “Pullman”-ის დაარსების ისტორია, მისი ღირებულებები და მუშაობის პრინციპები. სტუდენტებს, ასევე, ჩაუტარდათ სასტუმროს ტური, რომლის ფარგლებშიც დაათვალიერეს “Pullman”-ის სხვადასხვა სივრცე და მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია.
პროექტი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გაიცნონ პოტენციური დამსაქმებლები, მიიღონ მნიშვნელოვანი გამოცდილება და უკეთ შეაფასონ ინდუსტრიაში არსებული რეალური საჭიროებები და გამოწვევები






