Flag 0Flag 1
logo

იანვარი 16, 2026

„იმიტირებული გამოძიება“ სკოლის მოსწავლეებისთვის

ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა და ააიპ „სამართლებრივი აზროვნების აკადემია“ აბიტურიენტებს სთავაზობს პროექტს - „იმიტირებული გამოძიება“, სადაც მოსწავლეები შეძლებენ, თავად გამოიძიონ და ამოხსნან სამართლებრივი „ქეისი“.
 

„იმიტირებული გამოძიება“ - ეს არის ინტერაქციული პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას რეალურ სიტუაციაზე და თამაშზე დაფუძნებული მეთოდით.
 

პროექტი მოიცავს 2-დღიან ინტენსიურ კურსს, რომელიც თეორიულ ცოდნასა და რეალურ პრაქტიკას აერთიანებს:
 

  • პირველ დღეს მონაწილეები გაეცნობიან გამოძიების არსს, ეტაპებსა და ისეთ მნიშვნელოვან მოქმედებებს, როგორიცაა: მოწმის გამოკითხვა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ჩხრეკა, ამოღება და მტკიცებულებების დალუქვა.
     
  • მეორე დღე კი სრულად დაეთმობა პრაქტიკულ სამუშაოს, სადაც ყველა საგამოძიებო მოქმედებას ისინი თავად შეასრულებენ და სამართლებრივ „ქეისს“ დამოუკიდებლად გამოიძიებენ.
     

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • თარიღი: 6-7 თებერვალი (ჯამში - 12 საათი). 
  • ლოკაცია: ალტე უნივერსიტეტი
  • პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ XI-XII კლასის მოსწავლეებს (30 აბიტურიენტი), რომლებიც სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩევიან.
  • აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 31 იანვარი
     

მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ბმულზე

სამართალი

/
„იმიტირებული გამოძიება“ სკოლის მოსწავლეებისთვის