ალტე უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე - https://students.emis.ge/ და რეგისტრაციის დროს უნივერსიტეტის ჩამონათვალში პირველ ადგილზე უნდა მიუთითოს ალტე უნივერსიტეტი.
*გარე მობილობის რეგისტრაციის ვადები განახლდება სემესტრულად და განთავსდება ალტე უნივერსიტეტის ვებ გვერდზე.
ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტებია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- ატესტატი / დიპლომი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი
- სტუდენტის სასწავლო ბარათი
- მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
- ფოტოსურათი 3X4
წვევამდელი სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: mobility@alte.edu.ge
