გრანადას უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების და ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იგნასიო ჯ. ბლანკო ალტე უნივერსიტეტს ესტუმრა.
პროფესორი იგნასიო ჯ. ბლანკო დეტალურად გაეცნო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან პროგრამებს, სოციალურ აქტივობებსა და მიმდინარე პროექტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრს, რომლის კონცეფციაც წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების გამოცდილებას ეფუძნება და დიდი პოტენციალის მატარებელია.
სამუშაო შეხვედრას ალტე უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ:
- ირმა გრძელიძე - ვიცე-პრეზიდენტი აკადემიურ საქმეთა და კვლევის მიმართულებით;
- თორნიკე ბაქაქური - საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი;
- რუსო სანაძე - IT სკოლის დეკანი;
- ქეთევან ცხადაძე - სამართლისა და სოციალური მეცნიერებების სკოლის დეკანი;
- ილია ბოცვაძე - ბიზნესის სკოლის დეკანი
- გიორგი გაბისონია - მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანი;
- ანა მაისურაძე - ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ უნივერსიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს: Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი შესაძლებლობები, ერთობლივი სამეცნიერო პროექტები და საერთაშორისო კონფერენციები, რომლებიც ჩვენს სტუდენტებსა და პერსონალს ახალ გლობალურ პერსპექტივებს სთავაზობს.

