ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლისა და მედიცინის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა!
ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მათ უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტებმა და დეკანებმა მიულოცეს.
ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ლექტორების დაჯილდოება იყო. კურსდამთავრებულების შეფასების შედეგად, გამარჯვებული ლექტორები 3 ნომინაციაში გამოვლინდნენ:
აღიარება შთამაგონებელი სწავლებისთვის:
- ბიზნესის სკოლა - ნანა მიქაშავიძე
- სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა - ნინო ქოჩიაშვილი
- მედიცინის საერთაშორისო სკოლა - თეონა ასათიანი
აღიარება სწავლების გამორჩეული ხარისხისთვის:
- ბიზნესის სკოლა - ალექსანდრა ლატარია
- სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა - დავით ბუჯიაშვილი
- მედიცინის საერთაშორისო სკოლა - თინათინ დარბაიძე
წლის საუკეთესო მკვლევარი:
- მედიცინის საერთაშორისო სკოლა - დავით ჩახუნაშვილი
ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს და ვუსურვებთ მუდმივ წინსვლას პროფესიულ საქმიანობაში! გვჯერა, რომ ალტე უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათი საერთაშორისო წარმატებების ძლიერი საფუძველი იქნება.

